loader

"დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? - დავდებ მისი შეტყობინების "სქრინს", რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა" - რას წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? - დავდებ მისი შეტყობინების "სქრინს", რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა" - რას წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში?

დღეს, დემეტრე კასრაძისა და ირაკლი სულაბერიძის სასამართლო პროცესია. ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა სოციალურ ქსელში წერს. მისი ცნობით, სასამართლოზე მოწმის სახით არის დაბარებული.

"დემეტრე კასრაძე ხომ გახსოვთ? - ჰო, აი ის, გიგას სიკვდილს აჟიტირებული რომ ელოდებოდა! (ისევ დავდებ მისი მესიჯის "სქრინს", რომელიც გაბაშვილს გაუგზავნა).

ირაკლი სულაბერიძეც ხომ იცით? - დიღმის ჩხუბების კადრები რომ გაავრცელა პროკურატურამ, იქ ჩანს - წითელმაისურიანი მხეცი. ამოწმებს, მსხვერპლი გაითიშა უკვე თუ კიდევ უნდა გააგრძელონ წიხლებით ძალადობა.

ჰოდა, მაგათი სასამართლო პროცესია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწმის სახით ვარ დაბარებული. ყველა მოძალადემ უნდა მოისმინოს წაყენებული ბრალის მაქსიმალური სასჯელი, რომ მოსახლეობა გაიფილტროს მათგან, ვისთვისაც ეს ნორმაა!

სხვა თუ ვერა, დიდი დიღომი მაინც იხსნა გიგა ავალიანმა. "მოგიკვდეს დედა"-თქო - ამასაც ვერ ვამბობ" - წერს ეკა კუპატაძე.

არ მცალია სიკვდილისთვის, შვილის მკვლელებს და მათ ოჯახებს ვჭირდები ჯერ!