loader

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ვიდეო ჩანაწერს ავრცელებს - რა ჩანს კადრებში

დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი რესტორან "სხვა"-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს.

უფლებადამცველი წერს, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მარტო მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს გამკლავება უწევს შვიდ ,,დაზარალებულთან".

"შეუიარაღებელი თვალითაც კი ნათელია, რომ მარტო მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს გამკლავება უწევს შვიდ ,,დაზარალებულთან'' ; ასევე დასტურდება, რომ ამ შვიდი ,,დაზარალებულიდან'' ერთ-ერთი პირი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით, ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ სწორედ ეს პირი გახლავთ კონფლიქტის ინიციატორი, რომელიც სულ მცირე 4-ჯერ მაინც უბრუნდება ინციდენტის ადგილს და ახორციელებს თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ აგრესიას.

მჯერა, რომ საზოგადოება ზუსტ და სამართლიან შეფასებებს თავად მოახდენს,” - წერს ლექსო სვიმონიშვილი.