loader

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, დღეს, მისი მეუღლე დაიკითხა - რა თქვა მაია ჭეიშვილმა სასამართლოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, დღეს, მისი მეუღლე დაიკითხა - რა თქვა მაია ჭეიშვილმა სასამართლოში?

დღეს და­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც ზო­გად სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რა. მას რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლად, უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და კი­თხვე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ დას­მუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მა­რი­ამ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რის მოწ­მე - გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მაია ჭე­იშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა.

რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ჭე­იშ­ვილ­მა ისა­უბ­რა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობ­დნენ, რა გა­ყი­დეს, შემ­დეგ რა იყი­დეს და ა.აშ.„დაც­ვის მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავ­და სამი მოწ­მე, რო­მელ­თა­გა­ნაც ორი, ბრალ­დე­ბის მხა­რემ უდა­ვოდ გა­უ­ხა­და. ასე­ვე, და­მა­ტე­ბით კი­დევ ორი პირი, რო­მე­ლიც და­სა­კითხ პირ­თა სი­ა­ში ჰყავ­დათ, ბრალ­დე­ბის მხა­რემ უდა­ვოდ მი­იჩ­ნია. ერთ-ერთი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რი იყო, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე დაც­ვის მხა­რეს გა­მო­კი­თხუ­ლი არ ჰყავ­და. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ჩემ­თვის გა­სა­გე­ბი გახ­და დაც­ვის წევ­რე­ბის გა­მო­კი­თხვის სტრა­ტე­გია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძე ზო­გა­დად იცოდ­ნენ ვინ იყო, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ცნობ­დნენ, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და მათ­თვის რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი, და­მა­ტე­ბით მათი და­კი­თხვა, რომ­ლე­ბიც დაც­ვის მხა­რეს გა­მო­კი­თხუ­ლიც არ ჰყავ­და, ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღარ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ.

დღეს და­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც ზო­გად სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რა, მას რა თქმა უნდა, კონ­კრე­ტუ­ლად, უშუ­ა­ლოდ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და კი­თხვე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ დას­მუ­ლა, მას ზო­გა­დი კი­თხვე­ბი და­ეს­ვა.

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლემ ისა­უბ­რა ზო­გა­დად იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ცოდ­ნაც აქვს, მას შემ­დეგ, რაც ეს ადა­მი­ა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, რა უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობ­დნენ, რა გა­ყი­დეს, შემ­დეგ რა იყი­დეს და ა.აშ. ამ სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რა. მათ შო­რის, ბინა, რო­მელ­შიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ცხოვ­რო­ბენ, რა სახ­სრე­ბით იქნა შე­ძე­ნი­ლი. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ისა­უბ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლემ, უბ­რა­ლოდ, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე რა ქო­ნე­ბაც არის რი­ცხუ­ლი, ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა რაც არის, ბრალ­დე­ბის მხა­რეს და­ყა­და­ღე­ბუ­ლი აქვს. ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც დას­კვნი­თი სი­ტყვით წარვდგე­ბით, ამ ქო­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცი­ას გა­ვაჟ­ღე­რებთ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვილს[გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი] საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ქო­ნე­ბა ჩა­მო­ერ­თვა. ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლეს ვკი­თხე, ჰქონ­და თუ არა ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს და ან­დრია ლი­ლუ­აშ­ვილს რამე სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი ჰქონ­დათ რო­მე­ლი­მე უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­თან მი­მარ­თე­ბით სხვა არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის კი­თხვე­ბი არ გამ­ჩე­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად ლი­ლუ­აშ­ვილ­მა უნდა გა­და­წყვი­ტოს აღი­ა­რებს თუ არა ბრალს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუკი, ისიც სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­ვით გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დღეს, ან მა­ნამ­დე აღი­ა­რებს ბრალს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის მო­ლო­დი­ნით, გა­უ­ფორმ­დე­ბა თუ არა მა­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა, პრო­კუ­რო­რი ზო­გად პა­სუხს სცემს. რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მი­მარ­თვის, აღი­ა­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფონ­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბას გა­ნი­ხი­ლავს.„თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სურს თუ არა აღი­ა­როს მის მი­მართ ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ქმე­დე­ბა, რა­საც ჩვენ ვე­და­ვე­ბით, ან რო­გორც თქვენ [ჟურ­ნა­ლის­ტი]ამ­ბობთ, თუ სხვა და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქვს ინ­ფორ­მა­ცია, ამა­ზე ისა­უბ­როს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ ასეთ პოსტზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი დღეს ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა, კა­ნო­ნის დაც­ვა ყვე­ლას გვე­ვა­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რაც კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას მოჰ­ყვე­ბა, ის შე­დე­გე­ბი, ყვე­ლამ უნდა მი­ვი­ღოთ“, - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი 2025 წლის 23 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ე’’ ქვე­პუნ­ქტით, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.