loader

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ოჯახის განცხადებას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ოჯახის განცხადებას?

"ამას აქვეყნებს ნია იმნაძის ოჯახი?! ამას საერთოდ წაიკითხავს ნია იმნაძის ოჯახის რომელიმე წევრი?! ლეკიშვილი-პატიეშვილი ასტრალშია გაჭრილი," - ასე ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბას.

ნია იმნაძის ოჯახმა განცახდება გუშინ გაავრცელა. მათი თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულებისა იმისა, რომ ნია იმნაძემ ვინმე გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ წააქეზა. სამაგიეროდ, არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მისი შეყვარებული გიგასთან ასვლას აპირებდა.

ცნობისთვის, 7 აგ­ვის­ტოს, გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ არას­რულ­წლო­ვანს, ნია იმ­ნა­ძე­სა და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

იხილეთ ნია იმნაძის ოჯახის განცხადება სრულად