"ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო" - გიორგი ლილუაშვილი
უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე, პოლიციის მთავარ სამმართველოში, ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი გიორგი ლილუაშვილი იმყოფება.
როგორც გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი იყო. გიორგი ლილუაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ლაზარე ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს, ანუ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა. ჩვენ არაერთხელ შევხდით, ვისაუბრეთ, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომავალ გეგმებზე და ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი თვითმკვლელობის მსგავსი ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის ალალი დედიდაშვილია. ანუ, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ თვითმკვლელობების საკითხი".
ვიდეო: "TV პირველი"