მსოფლიოს ახალი რუკა: რა იცვლება გაეროს მხარდაჭერილი რეზოლუციით?
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკების გამოყენების წესის შეცვლას მხარი დაუჭირა. ინიციატივის მიზანია, ფართოდ გავრცელებული მერკატორის პროექციის ნაცვლად ისეთი რუკა გამოიყენონ, რომელიც კონტინენტების, განსაკუთრებით კი აფრიკის, რეალურ ზომებს უფრო ზუსტად ასახავს.
ტოგოს ინიციატივით მომზადებულ რეზოლუციას მხარი 164 ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. წინააღმდეგი მხოლოდ შეერთებული შტატები იყო, ექვსმა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ არის, თუმცა მისმა მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მსოფლიოს მასშტაბით სკოლებში, უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა დაწესებულებებში გამოყენებულ რუკებზე.
მერკატორის რუკა მე-16 საუკუნეში, 1569 წელს, ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერარდუს მერკატორმა შექმნა. მისი მთავარი მიზანი ნავიგაციის გამარტივება იყო.
თუმცა მერკატორის პროექციას მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს — ის დედამიწის ზედაპირის ზომებს ზუსტად ვერ ასახავს. განაგრძეთ კითხვა>>>