loader

"ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი შეიცვლება და ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხებათ" - რა ცვლილებები იგეგმება ქონების გადასახადთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი შეიცვლება და ამ ეტაპზე მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხებათ" - რა ცვლილებები იგეგმება ქონების გადასახადთან დაკავშირებით?

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა და ალბათ მომავალში მაგ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რა დროსაც უპასუხა შეკითხვას, როგორ მოხდება ფიზიკური პირების ქონების გადასახადთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლა.

კაკაურიძის თქმით, კომპანიების ნაწილში, ჯერჯერობით, შენარჩუნებული იქნება იგივე, თუმცა ფიზიკური პირების საბოლოო რედაქციაზე უკვე მომდევნო კვირის ბოლომდე იქნებიან შეთანხმებული პარლამენტთან.

„ზუსტად ამ დეტალებზე მიდის მუშაობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან. წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს. მნიშვნელოვანია ის, რომ ზღვრები შეიცვლება. ამ ეტაპზე იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება ცვლილებები კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა და ალბათ მომავალში მაგ ნაწილზე ეტაპობრივად გადავალთ, ვინაიდან კომერციულ შემთხვევაში გაცილებით რთული განსახორციელებელია აღნიშნული რეფორმა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 40 000- ლარიანი ზღვარი რამდენით შეიცვლება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს კომიტეტთან და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილება მზად იქნება.

„დღეის მდგომარეობით რაც არის 40 000-ლარიანი ზღვარი, ეს არის შეღავათი დადგენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ეს 40 000-ლარიანი ზღვარი გვაქვს შეღავათად დაწესებული. ეს შეღავათის ოდენობა რამდენით შეიცვლება, ამაზე ვმუშაობთ დღეის მდგომარეობით კომიტეტთან და, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლომდე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება. განაგრძეთ კითხვა>>>