"ეს საზოგადოების დაშინების ოპერაციაა" - რა თქვა გიორგი გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ?
ხალხს აჩვენებენ, რომ ცნობილ სახეებს იბარებენ იმასთან დაკავშირებით, რაც ღარიბაშვილმა თქვა, რადგან ეს ადამიანები არაფერს ამბობენ დამატებითი ცნობების შესახებ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ე.ი. არც არაფერი საეჭვო არ არსებობს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა და მწერალმა გიორგი გიგაურმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მან უბრალოდ, მოახდინა ღარიბაშვილის წერილიდან ფაქტების კონსტატაცია და ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას რადგან "ღარიბაშვილი არის ქვეყნის ორგზის პრემიერ-მინისტრი, მისი კითხვები არის ლეგიტიმური და ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს ამ კითხვებს".