"აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე..." - რა განაცხადა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე?
ჯორბენაძის არსებობა საერთოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე - აქ ახლა მე კი არ უნდა ვიდგე, აქ უნდა იდგნენ კობახიძე და მდინარაძე, რადგან მათ დაადო ხელი ღარიბაშვილმა, მაგრამ მათ კი არ იბარებენ გამოკითხვაზე, მე მიბარებენ და ახლა ეს ხომ ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მას კონკრეტულად ჯორბენაძეზე არც კი უსაუბრია, მან ისაუბრა ზოგადად თვითმკვლელობებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებულ საქმეებზე.