loader

რა თქვა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან, ციხეში, ირაკლი ღარიბაშვილთან შესვლამდე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან, ციხეში, ირაკლი ღარიბაშვილთან შესვლამდე?

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. ლევან იოსელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ წუთებში მივიდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მედიასთან ვრცელ კომენტარს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

„ყველა კითხვაზე, რომელიც ეხება ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნის საკითხს, მათ შორის, ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია პაემნის გაუქმებაზე, ამაზე დამატებით კომენტარს გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც შევხვდები თავად ღარიბაშვილს, შევხვდები ციხის ადმინისტრაციას და მოვისმენ ინფორმაციას ამ ყველაფრის ირგვლივ. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემი კომპეტენცია და მანდატი რაც არის, შევდივარ სწორედ ჩემი მანდატის ფარგლებში, რომ მოვისმინო მისგან უშუალოდ ის საკითხები, რაზე განცხადებაც მისმა ადვოკატებმა გააკეთეს. სხვა საკითხები, რაც არის დაკავშირებული მის წერილებთან, რაც პოლიტიკურ შინაარს შეიცავს, ეს არ არის სახალხო დამცველის საკითხი, შესაბამისად ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.