სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?
სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო, მარია ხმელევა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი.
ცნობისთვის, გოგონას ძებნა-ძველის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული.
მანამდე, ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.