loader

"აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკუთხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებაზე და სავარაუდო დაშლაზე. საკითხი, რომელიც დამოკიდებულია უკრაინის წარმატებებზე და დასავლეთის სიძლიერეზე და რა თქმა უნდა თვითონ საქართველოს ფორმაში ყოფნაზე.ასე რომ მოეშვით მჩხიბაობას და დაინახეთ ფართო სურათი და აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი სამძიმარი გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახის მიმართ," - წერს მიხეილ სააკაშვილი.