loader

ცნობილია რუსეთში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია რუსეთში მომხდარი უმძიმესი ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა

უმ­ძი­მე­სია 30 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღა­მით, რუ­სეთ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გი. სა­ქარ­თვე­ლო­დან მოს­კოვ­ში მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი რუ­სეთ­ში, ქა­ლაქ ჟე­ლეზ­ნო­ვოდსკთან სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას, "კა­მაზს“ შე­ე­ჯა­ხა და ხევ­ში გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ავ­ტო­ბუს­ში მყოფ­მა 38-მა მგზავ­რმა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი პი­ა­ტი­გორსკის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის 10 ბავ­შვია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ავ­ტო­ბუს­ში სულ 47 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა. საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლურ გა­რე­მო­ე­ბებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ორი მუხ­ლით აღიძ­რა, რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 238-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, (უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის უნებ­ლიე სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია) და რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 264-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მარ­თვის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის უნებ­ლიე სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია.

მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც გა­კეთ­და.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცია ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სი–მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუს­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ემ­გზავ­რა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ავ­ტო­ბუ­სის ორი­ვე მძღო­ლი და სამი მგზავ­რი.გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მძღო­ლე­ბი თე­მურ ბან­ცა­ძე და აკა­კი ტო­ფა­ძე. განაგრძეთ კითხვა