ცნობილია, მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ვინაობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მეზობლის, 63 წლის ნარგული ზოიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, პენიონერის მკვლელობის ბრალდებით, მათივე მეზობელი, გოგიტა ელიაძე დააკავეს.
ელიაძეების საცხოვრებელ სახლთან ამ წუთებშიც პოლიციაა მობილიზებული, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მოკლული ქალის ნათესავებმა დაკავებულის სახლი გადაწვან.