loader

"60 ჭრილობა მიაყენეს... ტელეფონზე დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია და მთელი მკვლელობა ჩაწერილია, სახელებსაც ამბობს" - რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"60 ჭრილობა მიაყენეს... ტელეფონზე დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია და მთელი მკვლელობა ჩაწერილია, სახელებსაც ამბობს" - რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი?

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­სა­კი­რალ­ში, 2 დღის წინ, 60 წლის მარ­გო ზო­ი­ძე, სა­კუ­თარ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლებს" უყ­ვე­ბა, მარ­გო ზო­ი­ძეს ძარ­ცვამ­დე ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უც­დია - "ზა­რის ჩამ­წე­რი ჰქო­ნია ტე­ლე­ფონ­ზე და მთე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­წე­რი­ლია".ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

"მე­ზობ­ლებ­თან უთ­ქვამს 5 ათას ლა­რამ­დე მაქვს შეგ­რო­ვი­ლი ჯამ­შიო. მისი მე­უღ­ლე მთე­ლი ზა­ფხუ­ლი გო­მისმთა­ზე მუ­შა­ობ­და, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს ქალი სახ­ლში მარ­ტო იყო.

28 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღამე, ფან­ჯრი­დან შე­ვიდ­ნენ თურ­მე ყა­ჩა­ღე­ბი. გა­უ­გია მარ­გოს, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის ფან­ჯრის შემტვრე­ვას, ასე უცებ ხომ ვერ შე­ამ­ტვრევ­დნენ და ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უც­დია. ზა­რის ჩამ­წე­რი ჰქო­ნია ტე­ლე­ფონ­ზე და მთე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­წე­რი­ლია.სამ­ნი ყო­ფი­ლან. მარ­გო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და თურ­მე. ეუბ­ნე­ბო­და არ მაქვს ფული, არა­ფერს მოგ­ცემ­თო. ერთი მარ­გოს იჭერ­და, ორი სახ­ლში ფულს ეძებ­და. მარ­გოს უბ­რძო­ლია – ვინც იჭერ­და იმის­თვის სახე ჩა­მო­უ­კაწ­რავს, ნი­ღა­ბი ჩა­მო­უძ­ვრია და უთ­ქვია "გი­ცა­ნი, გი­ცა­ნი ვინც ხარ, წა­დით აქე­დან არ მაქვს ფუ­ლიო".

სა­ხე­ლებ­საც ამ­ბობს თურ­მე ჩა­ნა­წერ­ში.

და­ნით და­ჩე­ხეს. 60 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და ქალს.

ოზურ­გეთ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ მი­უყ­ვა­ნი­ათ, მარ­გოს ხელ­ში ერთ-ერთი მკვლე­ლის თმა ჰქო­ნია შერ­ჩე­ნი­ლი. ექიმს უთ­ქვამს – "ჩემს პრაქ­ტი­კა­ში რა არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე­თი სას­ტი­კი არა­ფე­რიო". მუც­ლის ზე­მოთ მთე­ლი სხე­უ­ლი და­ჩე­ხი­ლი ჰქონ­და თურ­მე მარ­გოს.

მე­ზობ­ლებს იმ ღა­მეს გა­უ­გი­ათ ხმა­უ­რი. კარ­თა­ნაც მი­სუ­ლან – მარ­გო, მარ­გოო ეძახ­დნენ, მაგ­რამ ხმა არ გა­უ­ცია. მე­ო­რე დღეს იპო­ვეს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.