"კარგი ახლა, ნუ ატირე ეს ბიჭი" - საბა ჯიქია საპროტესტო აქციაზე, პარლამენტთან მივიდა: კადრები ადგილიდან
საბა ჯიქია საპროტესტო აქციაზე, პარლამენტთან მივიდა, სადაც მას აქტივისტები და ასევე, დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები შეხვდნენ.
მანამდე საბა ჯიქია საპროტესტო აქციაზე საკრებულოსთანაც იმყოფებოდა.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქია 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა.
საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 2025 წლის 10 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვიდეო: "პუბლიკა"