"3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა" - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე?
ახალქალაქში სამი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - ინფორმაციას Jnews.ge ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს, დაახლოებით 8 საათზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ბავშვი თბილისიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
Jnews-ის ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და კომურ მდგომარეობაში იმყოფება.