"სამწუხარო და შემზარავი ამბავია! ყველას რომ უყვარდა, დიდს და პატარას, უკარგესი ადამიანი იყო" - ცნობილია საჩხერეში თევზაობის დროს დაღუპული 31 წლის კაცის ვინაობა
საჩხერეში თევზაობის დროს დაღუპული ყოფილი მორაგბე, 31 წლის ლაშა გრძელიშვილია.
ინფორმაცია "საზოგადოება საჩხერელი"-ს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სამწუხარო ინფორმაცია - ტრაგიკულად დაიღუპა ლაშა (პანდა) გრძელიშვილი.
სარაგბო კლუბ "ჯრუჭის" ყოფილი მოთამაშე, ლაშა გრძელიშვილი თევზაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ახალგაზრდა, ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც მთელი მომავალი წინ ჰქონდა, ხვალ, 1 სექტემბერს 31 წლის გახდებოდა.
საჩხერეში დატრიალებულმა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველას გული დაწყვიტა და დიდი სიცარიელე დატოვა.
ვუთანაგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უდიდესი ტკივილის ჟამს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
დაღუპულს ემოციურად ემშვიდობეიან სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები:
"სიცოცხლე უნდა ქარიშხალას გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი. მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს, მაგრამ არცეთთან ჭამო სირცხვილი. 31 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი გუნდის ვეტერანი მორაგბე, ყველაზე ერთგული ქომაგი ლაშა (პანდა) გრძელიშვილი. თუ ერთხელ მაინც შეხვდებოდი სადმე, აუცილებლად დაგამახსოვრებდა თავს თავისი უბრალოებით. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფელი და მჯერა, რომ სწორედ იქ იქნები, სადაც მართალნი განისვენებენ. შეხვედრამდე…."
"რა ძალიან სამწუხაროა. მთელი საჩხერე ამ ბიჭზე საუბრობდა. უკარგესი ადამიანი იყო, გული ჩამეწვა სულ..."
"მოუშუშებელი და გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც არაფერი არ კურნავს... ღმერთმა აცხონოს ლაშას სული! თანავუგრძნობ ოჯახს და საახლობლოს!"
"უფალმა ნათელში ამყოფოს კეთილშობილი ლაშას სული. ყველას რომ უყვარდა, დიდს და პატარას..."
"ღმერთმა ნათელი მიაგებოს ლაშას სულს, კეთილსა და ალალს..."
სამწუხარო და შემზარავი ამბავია! უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს ლაშას სულს".
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 წლის კაცი თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.