loader

"ბრალდებული საუბრობს გაცნობის დეტალებზე..." - სად გაიცნეს ერთმანეთი დაურ ბუავამ და დაკავებულმა ქალმა: პროკურორის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბრალდებული საუბრობს გაცნობის დეტალებზე..." - სად გაიცნეს ერთმანეთი დაურ ბუავამ და დაკავებულმა ქალმა: პროკურორის განცხადება

პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ორი პირი, ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ.

კითხვაზე, ბრალდებულებსა და ბუავას მიუღიათ თუ არა ერთად ნარკოტიკული საშუალება, პროკურორი დადებით პასუხს სცემს.

ყაზარაშვილის თქმით, დაკავებულ ორ პირს უკრაინის მოქალაქე, ვალერია კირლიუკი დაურ ბუავამ გააცნო.

პროკურორის განმარტებით, გარდაცვლილისა და ბრალდებულის სისხლში ნარკოტიკულ საშუალება “მეთადონთან” ერთად ალკოჰოლიც - კერძოდ კი, სპირტიც აღმოჩნდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაიცნო დაკავებულმა დაურ ბუავა, პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჩვენებით, მათ კაფეში გაიცნეს ერთმანეთი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.