loader

რას ჰყვება დაურ ბუავას მეგობარი, რომელიც მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ელაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება დაურ ბუავას მეგობარი, რომელიც მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ელაპარაკა

აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის შე­რი­გე­ბი­სა და "სა­ერ­თო მო­მავ­ლის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და, თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მისი ცხე­და­რი 27 აგ­ვის­ტოს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. 31 წლის ბუ­ა­ვა აქ­ტი­უ­რი ბლო­გე­რი იყო TikTok-სა და Facebook-ზე. ის აფხაზ თა­ნა­ტო­ლებს უხ­სნი­და, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მტრე­ბი არ არი­ან, სა­უბ­რობ­და რუ­სულ ანექ­სი­ა­სა და ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა­ზე, რის გა­მოც მას აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რე­ჟი­მი "მო­ღა­ლა­ტედ" მი­იჩ­ნევ­და და აფხა­ზე­ბის­გან მუ­ქა­რებ­საც სის­ტე­მა­ტუ­რად იღებ­და. ბუ­ა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ერთ-ერთი მთა­ვა­რი კი­თხვა სწო­რედ ეს გახ­და - უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო თუ მკვლე­ლო­ბა?

"კვი­რის პა­ლიტ­რა", დაურ ბუ­ა­ვას მე­გო­ბარს, მი­ხე­ილ კვა­ტა­ში­ძეს ესა­უბ­რა:

- ბო­ლოს 22 აგ­ვის­ტოს ვე­ლა­პა­რა­კე, მე­გობ­რე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით და გა­მო­დი-მეთ­ქი. მი­თხრა, ტე­ლე­ფო­ნი მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­მი­ვარ­და და გა­მი­ფუჭ­და, ახლა პლან­შე­ტით გწერ, ვერ გა­მო­ვა­ლო. ტაქ­სის გა­მო­გი­ძა­ხებ-მეთ­ქი, არაო. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ. 26-ში და­ვუ­რე­კე და ზარი რომ არ გა­ვი­და, ვი­ფიქ­რე, ტე­ლე­ფონს რომ გა­ა­კე­თებს, და­მი­რე­კავს-მეთ­ქი. არც მომ­სვლია აზ­რად, რომ რამე და­ე­მარ­თა. დი­ღომ­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და, ნა­ქი­რა­ვებ­ში. მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლია.

- რა ვერ­სი­ე­ბი გაქვთ თქვენ, მე­გობ­რებს? გა­ნი­ხი­ლე­ბა ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა მოკ­ლეს.

- მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი სტრე­სი ჰქონ­და... გული აწუ­ხებ­და. ერთხელ ვარ­ძი­ა­ში ვი­ყა­ვით. გული მტკი­ვაო, მი­თხრა და "სას­წრა­ფო" გა­მო­ვი­ძა­ხეთ. მე­ო­რე შემ­თხვე­ვაც ყო­ფი­ლა აქ, თბი­ლის­ში, მე არ შევ­სწრე­ბი­ვარ. ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და... მაგ­რამ ნარ­კო­ტი­კებს თუ მო­იხ­მარ­და, არას­დროს შე­მი­ტყვია. ვი­ცო­დი, ვი­ღაც არა­ქარ­თველ გო­გოს­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მე მი­მა­ლავ­და, არ ვიც­ნობ­დი. ახლა მი­თხრეს და­კა­ვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა - ვა­ლე­რია კირ­ლი­უ­კი...

- და­უ­რის მშობ­ლებს შე­ა­ტყო­ბი­ნეთ?

- დედა და დები რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. მე მო­მი­წია დე­დის­თვის ამის თქმამ. ჩა­მო­ვა. მე­გობ­რე­ბი აქ სამ­შა­ბათს დავ­კრძა­ლავთ.

- ვინ იყო დაურ ბუ­ა­ვა და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- რო­დე­საც და­უ­რი აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რობ­და, ჰქონ­და ლა­ი­ვე­ბი, სტრი­მე­ბი. მე აქე­დან რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ვერ­თე. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და, რად­გან მის­გან არ მო­დი­ო­და აგ­რე­სია. ერთ დღეს მი­რე­კავს, უკვე ზუგ­დიდ­ში ვარო. შოკი მქონ­და. ვუ­თხა­რი "მარ­შრუტ­კა­ში" ჩა­ჯე­ქი და თბი­ლის­ში დაგ­ხვდე­ბი-მეთ­ქი... თა­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნას არ აპი­რებ­და. ერე­ვან­ში წას­ვლას გეგ­მავ­და და უკან, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. მა­შინ ორი ვი­დეო ჩა­წე­რა - ერთი გმირ­თა მო­ე­დან­ზე, სა­დაც მშვი­დო­ბის­კენ მო­უ­წო­და, და მე­ო­რე - ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად სა­დღეგ­რძე­ლო თქვა: ყვე­ლას ხსოვ­ნა იყოს, ორი­ვე მხრი­დან, ვინც ამ ომში და­ი­ღუ­პაო... ამან აფხა­ზე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, და­ი­წყო მუ­ქა­რე­ბი, ჩა­მოხ­ვალ და გა­გა­ნად­გუ­რებთ, მოგ­კლავ­თო. მისი დაბ­რუ­ნე­ბა აფხა­ზეთ­ში სა­ში­ში იყო.... განაგრძეთ კითხვა