"ხვალიდან ეროვნული ბანკი სრულიად წარმოუდგენელ, დისკრიმინაციულ და ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურ წესს აამოქმედებს" - რას წერს რომან გოცირიძე სიახლეზე, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
რომან გოცირიძე სოციაურ ქსელში წერს:
"ხვალიდან ეროვნული ბანკი სრულიად წარმოუდგენელ, დისკრიმინაციულ და ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურ წესს აამოქმედებს: 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს სპეციალური შესწავლის გარეშე ეკრძალებათ სარისკოდ მიჩნეული გადარიცხვის განხორციელება, თუ თანხა 500
ლარს აღემატება.ასეთ სარისკო ოპერაციებად ითვლება კრიპტოვალუტის ან სხვა ონლაინ აქტივების შეძენა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვა და სხვა მსგავსი ოპერაციები.რა გამოდის-ბანკებმა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სწრაფი გადახდის
ოპერატორებმა და სხვა მსგავსმა დაწესებულებებმა 18 წლის ადამიანს შეიძლება ტრანზაქციის განხორციელების უფლება მისცენ ყოველგვარი სპეციალური შესწავლის გარეშე, ხოლო 60 წლის მშობელს არა? ეს ხომ სრული აბსურდია. ადამიანის ასაკი ავტომატურად რატომ უნდა
ნიშნავდეს, რომ მას საკუთარი ფულის განკარგვისას დამატებითი “სკრინინგი“ სჭირდება? თუ მიზანი თაღლითობისგან დაცვაა, რატომ არის ასაკი მთავარი კრიტერიუმი?და ბოლოს, ერთი პატარა კითხვა: ივანიშვილი რამდენი წლისაა?", - წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, 500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება - ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება