"ბევრმა ადამიანმა ვერ გაიგო რეალურად რა მოხდა - შემომახიეს ტანზე, მირტყეს, გამათრიეს გარეთ, შოკში ვიყავი" - რას ჰყვება მოქალაქე ბათუმში მომხდარზე?
მოქალაქე ამბობს, რომ ბათუმში "კრედო ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში ჯგუფურად სცემეს - კაცის მტკიცებით, მას რამდენიმე პირმა ბანკის შენობაში წიხლები და მუშტები ურტყა.
"თვიდან ბოლომდე სრული ისტორია როგორ დაიწყო უხამსობა უმსგავსობა, ძალადობა საიდან და როგორ გაგრძელდა. ეს იმათთვის, ვინც ვერ გაიგო ვრც სიუჟეეტიდან და ვერც სხვა წყაროებიდან რეალურად რა მოხდა!!!" - ამის შესახებ თამაზ წივწივაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.