loader

"ჩემი ბიძაშვილი ოჯახით (3 ბავშვით) მიემგზავრებოდა მოსკოვში, ყველანი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში არიან" - რას წერს მოქალაქე ანანო ჭიქაბერიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ბიძაშვილი ოჯახით (3 ბავშვით) მიემგზავრებოდა მოსკოვში, ყველანი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაში არიან" - რას წერს მოქალაქე ანანო ჭიქაბერიძე?

სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის რე­ი­სის ავ­ტო­ბუ­სი სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და - და­ღუ­პუ­ლია 6 მგზავ­რი, 28 ადა­მი­ა­ნი კი და­შავ­და.

მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ჯგუფ­ში - "მოგ­ზა­ურ­თა კლუ­ბი" მო­ქა­ლა­ქე ანა­ნო ჭი­ქა­ბე­რი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა. ანა­ნო ჭი­ქა­ბე­რი­ძის ცნო­ბით, მისი ბი­ძაშ­ვი­ლი ოჯა­ხით (3 ბავ­შვით) მოს­კოვ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ავა­რი­ის შე­დე­გად ყვე­ლანი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან - მისი ბიძაშვილის მე­უღ­ლე კი არ ჩანს.

"წუ­ხელ მომ­ხდა­რი ავა­რია თბი­ლი­სი-მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხომ არ გაქვთ გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია?!

ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი ოჯა­ხით (3 ბავ­შვით) მი­ემ­გზავ­რე­ბო­და, ყვე­ლა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, არ ჩანს მისი მე­უღ­ლე. 6 გარ­დაც­ვლი­ლია რო­გორც ვი­ცით და მას ვერ ვპო­უ­ლობთ ვერც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, არც გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სი­ა­შია. წინ იჯდა მძღო­ლებ­თან ერ­თად და მძღო­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლები არი­ან.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ის­ვე­ნებს დღეს, იქ­ნებ, ვინ­მეს გაქვთ რამე ინ­ფორ­მა­ცია" - წერს ანა­ნო ჭი­ქა­ბე­რი­ძე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რია და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 1:00 სა­ათ­ზე, კავ­კა­ზის ფე­დე­რა­ლურ გზატ­კე­ცილ­ზე, სო­ფელ ინო­ზემ­ცე­ვოს­თან მოხ­და. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო-მოს­კო­ვის მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ვი Setra-ს ავ­ტო­ბუ­სი წინ მი­მა­ვალ KamAZ-ის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი გზი­დან გა­და­ვი­და და თხრილ­ში აღ­მოჩ­ნდა.ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლი პი­ა­ტი­გორსკის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოთხი ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. კი­დევ ერთი ბავ­შვი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ავა­რი­ის წი­ნას­წა­რი მი­ზე­ზი მძღო­ლის მიერ სიჩ­ქა­რის ლი­მი­ტის დარ­ღვე­ვა და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას­თან უსაფრ­თხო დის­ტან­ცი­ის დაც­ვაა.

ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ სა­ხელ­მწი­ფო საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი. ისი­ნი ად­გე­ნენ შე­ჯა­ხე­ბის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას და ტრა­გე­დი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს.