loader

როდის შეძლებენ მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეების მშობლები სასკოლო ფორმის შეძენას? - განათლების მინისტრის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის შეძლებენ მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეების მშობლები სასკოლო ფორმის შეძენას? - განათლების მინისტრის განმარტება

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, გივი მი­ქა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 14 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ პირ­ველკ­ლა­სელ­თა ფორ­მე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე ჩა­მო­ვა ფორ­მე­ბის მე­ო­რე ნა­კა­დი, რო­მე­ლიც მე­ო­რე და მე­სა­მე კლა­სე­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, ხოლო 30 ნო­ემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მე­ო­თხე, მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სას­კო­ლო ფორ­მე­ბი.

რო­გორც გივი მი­ქა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ახა­ლი ფორ­მე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნია და ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ნა­ირ საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის.„სულ 3 ეპა­ტია - პირ­ვე­ლი ეტა­პის ყვე­ლა ფორ­მა, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ პირ­ველკ­ლა­სელ­თათ­ვის, უკვე შე­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­რე­ა­ლი­ზა­ციო პუნ­ქტებ­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­სა და ქა­ლაქ­ში და­რი­გე­ბუ­ლია. ასე­ვე, ჩვენ გვაქვს და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

ორ­შა­ბათს გვქონ­და ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ფორ­მე­ბის შე­ძე­ნა. ამავდრო­უ­ლად, იქვე არის მო­ცე­მუ­ლი ის სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ბან­კე­ბი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფორ­მის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზო­ბენ. ეს სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბე­ბი იმოქ­მე­დებს სა­ცა­ლო შე­ძე­ნის პუნ­ქტებ­შიც ბან­კის ტერ­მი­ნა­ლით, ამა­ვე ბან­კით გა­დახ­დის დროს, მაგ­რამ მთა­ვა­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა არის ის, რომ 1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან 14 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მხო­ლოდ პირ­ველკ­ლა­სელ­თა ფორ­მე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

მოქ­მე­დი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 15 ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა ჩა­მო­ვი­დეს მე­ო­რე პარ­ტია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, მე­ო­რე და მე­სა­მე კლა­სე­ლე­ბის­თვის უნდა იყოს. 30 ნო­ემ­ბრამ­დე უნდა ჩა­მო­ვი­დეს და­ნარ­ჩე­ნი ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც უკვე მე­ო­თხე, მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, პირ­ვე­ლი სე­მესტრის დას­რუ­ლე­ბამ­დე, 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვსე კლა­სის ჩათ­ვლით ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს, შე­ი­ძი­ნოს ეს ფორ­მე­ბი, თუმ­ცა ათა­სი სპე­კუ­ლა­ცია გვეს­მის.

მინ­და ვთქვა, რომ თუკი ფორ­მის დი­ზა­ი­ნი და ის სტან­დარ­ტი, რაც ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, მათ შე­უძ­ლი­ათ იგი­ვე დი­ზა­ი­ნის და იგი­ვე კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, სტან­დარ­ტის შემ­ცვე­ლი ფორ­მე­ბი გა­მო­ი­წე­რონ სა­ზღვარ­გა­რე­თის ონ­ლა­ინ სა­ი­ტე­ბი­დან, თუ ასე­თი სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს, ან მათ­თვის შერ­ჩე­ულ სამ­კერ­ვა­ლო­ში მათ ად­გილ­ზე­ვე შე­ა­კერ­ვი­ნონ ეს ფორ­მა. აქ ჩვენ შე­ზღუდ­ვა არას­დროს დაგ­ვი­წე­სე­ბია. ეს უკვე თი­თო­ე­უ­ლი მშობ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია.თუმ­ცა ბო­ლოო დღე­ებ­ში კი­დევ ერთხელ ცხა­დი გახ­და, რა­ო­დენ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი არის ფა­სის მი­ხედ­ვით ის ფორ­მე­ბი, რა­საც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ. კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ, რომ ამ ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო შემ­ფა­სე­ბე­ლი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის დას­კვნა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადას­ტუ­რებს ამ ფორ­მე­ბის სტან­დარ­ტის სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბას მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სას­კო­ლო ფორ­მე­ბის დად­გე­ნილ სა­ერ­თო პრაქ­ტი­კას­თან.

მინ­და კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­რო,რომ ეს არის ხა­რის­ხი­ა­ნი ფორ­მე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არა­ნა­ი­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის, ჩვენ გვაქვს მო­ლო­დი­ნი,რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფორ­მებს მი­ი­ღებს. მათი უდი­დე­სი ნა­წი­ლის მზა­ო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გვაქვს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მე­თუ ეს ძა­ლი­ან ბევრ გა­მოწ­ვე­ვას პა­სუ­ხობს, მათ შო­რის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი არის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ნა­ძემ.