ბათუმში ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ
მაშველები ბათუმში ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს
ქალი წუხელ, 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.
მისი ძებნა-გადარჩენის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
არსებული ინფორმაციით ქალი საქართველოს მოქალაქეა.