loader

გორში, 35 წლამდე კაცს მატარებელი დაეჯახა - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში, 35 წლამდე კაცს მატარებელი დაეჯახა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გორში, დღეს საღამოს, სამგზავრო მატარებელი დაახლოებით, 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცმა კისრის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა ჰოსპიტალში.

ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ატენიდან არის.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს