"ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ! ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს" - რა თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დროს?
ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება - ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე, ქადაგებისას განაცხადა.