"40 წლამდე კაცია მოკლული... ამბობენ, რომ მარკეტში დაიწყო დაპირისპირება და ამის შემდეგ ბარათაშვილის მიმართულებით მოდიან" - რა დეტალები ხდება ცნობილი ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე?
ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი.
თუ რა გახდა აღნიშნული დანაშაულის მიზეზი, ჯერ უცნობია. სავარაუდო დამნაშავე ამ ეტაპისთვის დაკავებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვიდეო: "TV პირველი"