loader

6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის უმუდ სოფიევის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, დაკარგული მოზარდი მყვინთავებმა 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავებმა, თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკის და აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა”, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.