მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში მოხვდა საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე და ფრიდონ ბუბუტეიშვილი
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია (საპროტესტო აქციების დროს დაკავებული), გურამ ხუტაშვილი (საპროტესტო აქციების დროს დაკავებული), დანიელ მუმლაძე (საპროტესტო აქციების დროს დაკავებული), დავით ხომერიკი (აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული) სიმონ მახარაძე (4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული), ფრიდონ ბუბუტეიშვილი (2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს დაკავებული), ავთანდილ თოფჩიშვილი (4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული) და თორნიკე მჭედლიშვილი (4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული).
ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება”, - აღინიშნულია ინფორმაციაში.