loader

რა თქვა მამუკა მდინარაძემ ღარიბაშილის სკანდალურ ბრალდებებზე? - "წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნაო ხომ თქვა?...პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვა მამუკა მდინარაძემ ღარიბაშილის სკანდალურ ბრალდებებზე? - "წე­რი­ლი გა­მოგ­ზავ­ნაო ხომ თქვა?...პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით"

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლის მი­ნის­ტრის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის წე­რი­ლი არას­დროს გა­უგ­ზავ­ნია. რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, წე­რი­ლი, რა­ზეც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, სრუ­ლი აბ­სურ­დია.

"არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის. წე­რი­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის კი არა, არა­ვის­თვის გა­მიგ­ზავ­ნია, მე­სიჯს თუ არ ჩავ­თვლით. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის არა­ნა­ი­რი წე­რი­ლი არ გა­მიგ­ზავ­ნია, არა­ნა­ი­რი, არას­დროს“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის სხვა პი­რის მეშ­ვე­ო­ბი­თაც არას­დროს არა­ფე­რი შე­უთ­ვლია.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა. წე­რილ­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ შარ­შან და­წყე­ბუ­ლი ე.წ "კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის“ კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო მისი ცი­ხე­ში ჩას­მა და პო­ლი­ტი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბა.