loader

ცვლილება თბილისში, რომელიც დღეიდან ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილება თბილისში, რომელიც დღეიდან ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების ალტერნატიული სქემის მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

კერძოდ, ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა.