სად გააგრძელებს სწავლას 60 წლის აბიტურიენტი?
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა - მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა.
გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო არ არის 60 წლის სტუდენტიც, ბათუმის ქართულ-ევროპული სკოლის პედაგოგი ინგა ბაგრატიონი. მასთან აბიტურიენტის ამპლუაში ambebi.ge-მ ინტერვიუ ცოტა ხნის წინ ჩაწერა.
ახლა მას უკვე სტუდენტის რანგში ვთხოვეთ კომენტარი.
- გილოცავთ სტუდენტობას. კმაყოფილი ხართ შედეგით?
- კმაყოფილი ვარ ოთხივე სპეციალობაზე, რაც მეწერა, ყველგან ვირიცხებოდი, მათ შორის - ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თურქოლოგიაზეც. უბრალოდ, ჩემი არჩევანი თავიდანვე ბათუმში თურქოლოგია იყო, რადგან მაინც "სახლში“ ვარ და ჩემთვის ასე უფრო მოსახერხებელი გახლდათ... მოკლედ, პირველ არჩევნად მეწერა ბათუმის თურქოლოგია, მეორე იყო ბათუმის ბიზნესის ადმინისტრირება, მესამე - ბათუმის ევროპისმცოდნეობა, ხოლო მეოთხე - თბილისის, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი.
ამ უკანსკნელში თურქოლოგიაზეც და ყველგან საკმაოდ დიდი განსხვავება მაქვს ზღვარსა და ჩემს ქულას შორის - სადღაც 400-500 ქულაა... ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ. განაგრძთ კითხვა