loader

"რა საფრთხე უნდა შეუქმნას ნანა სანდერმა ციხეს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ? წარმოუდგენელი ამბავია…" - რას წერს ბაია პატარაია ლაშა ბუღაძის რომანზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა საფრთხე უნდა შეუქმნას ნანა სანდერმა ციხეს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ? წარმოუდგენელი ამბავია…" - რას წერს ბაია პატარაია ლაშა ბუღაძის რომანზე?

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რატომ თქვა უარი პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის რომანის "დამკვირვებლის" შეტანაზე.

კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ წერილში, რომელსაც "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ "ლაშა ბუღაძის რომანის "დამკვირვებლის" სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას".

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ "გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ვერ იქნება შეგზავნილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი ავტორი".

"და აი, ისიც, მოვიდა პასუხი პენიტენციურიდან, მაგრამ ვაი ამ პასუხს, ამას ისევ უპასუხოდ დატოვება ჯობდა, ვიდრე ამხელა სისულელის დაწერა.

პენიტენციური სამსახურუს ადმინისტრაციის უფროსი იუწყება, რომ ლაშა ბუღაძის რომანის სათაური "დამკვირვებელი" არაერთმნიშვნელოვანი და ბუნდოვანია პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებითო. აი, ვცდილობ ვიფიქრო, ეს რას ნიშნავს, სიტყვა "მაყურებელში" ხომ არ აერია სიტყვა "დამკვირვებელი"? რა საფრთხე უნდა შეუქმნას ნანა სანდერმა ციხეს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ? წარმოუდგენელი ამბავია…

სათაურის გამო არ შევიტანთო, წიგნის ან ანოტაციის წაკითხვა და შინაარსში გარკვევა შეეზარათ? უბრალოდ რომ გადაეფურცლათ, მიხვდებოდნენ რომ "დამკვირვებელი" არჩევნებს მიემართება, მაგრამ სინამდვილეში არ სურთ ეს წიგნი ციხეში და მორჩა.

გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ წერილში არ წერია არც ვადა და არც გასაჩივრების წესი, მაგრამ არაუშავს; ამ წერილს იმდენი ნაკლი აქვს, ერთით მეტი, ერთით ნაკლები არაფერს ცვლის" - წერს ბაია პატარაია.