loader

"ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები... რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან" - რას წერს რომან გოცირიძე სესხების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები... რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან" - რას წერს რომან გოცირიძე სესხების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

"გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები" - ამის შესახებ ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ვისაც სესხების დასბრუნებლად მიმართეს, ან შეცდომაა, ან იმაზე მეტი ჰქონდათ სესხი აღებული, ვიდრე დაფარვის ლიმიტით იყო გათვალისწინებული და იმაზე ედავებიან.

"გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები. რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან მესინჯერით და რამდენიმემ მომწერა კიდევაც. მათ ის ადარდებთ, რომ ფულს რიცხავენ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანაბრებზე. ის ძველი სესხები თუ არაა ჩამოწერილი, თავი ფული, დაგროვებული პროცენტებითურთ, გაუნადგურებს მათ დანაზოგებს.

ჩემო პასუხი ასეთია: მშვიდად იყვნენ, ეს ასე არ არის. ალბათ, ვისაც გაქვითული სესხების დასბრუნებლად მიმართეს, ან შეცდომაა, ან იმაზე მეტი ჰქონდა სესხი აღებული, ვიდრე დაფარვის ლიმიტით იყო გათვალისწინებული და იმაზე ედავებიან. შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს-არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის განზოგადება.

კარგი იქნება, თუ ეროვნული ბანკი განმარტავს ამ საკითხს" - წერს რომან გოცირიძე.

ასევე იხილეთ: როგორ უნდა მოიქცეთ, რომ გაიგოთ თქვენი სესხი 2018 წელს განულდა თუ არა? - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

"მივდივარ პოლიციაში, მიჩივლეს...ვისაც გგონიათ, რომ თქვენი სესხები განულებულია, გაარკვიეთ" - თამუნა მუსერიძე