loader

"ირაკლი ღარიბაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელიც კი არ მოუწერა, აპირებს სამართლებრივ ბრძოლას" - რას ამბობს ყოფილი პრემიერის ადვოკატი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი ღარიბაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელიც კი არ მოუწერა, აპირებს სამართლებრივ ბრძოლას" - რას ამბობს ყოფილი პრემიერის ადვოკატი?

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ლილი გე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას აა­ნონ­სებს.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა რუს­თავ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპრე­მი­ე­რი თავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად მი­იჩ­ნევს.

"დღეს წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი, ბრი­ფინგზე რო­გორც გა­ცხად­და. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ ქრთა­მის აღე­ბა. მან ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბას ხე­ლიც კი არ მო­უ­წე­რა. არ აღი­ა­რებს წარ­დგე­ნილ ბრალს და აპი­რებს სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას. მისი წე­რი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა ფრა­ზამ, თით­ქოს ეს წე­რი­ლი აბ­სურ­დი იყო, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და ა.შ. ის, რაც დღეს ხდე­ბა, ივ­ლის­ში გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში ში­ნა­არ­სობ­რი­ვად წე­რია. დღეს სწო­რედ ეს ხდე­ბა. ვინ­მეს კი­დევ ეპა­რე­ბა ეჭვი? ის ბრა­ლი, რაც დღეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს წა­რუდ­გი­ნეს, არის შე­თი­თხნი­ლი და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი არის აბ­სურ­დი. მიხ­ვდა რომ ასეთ რა­მეს უმ­ზა­დებ­დნენ მას შემ­დეგ, რაც შე­მო­ნათ­ვა­ლი იყო. წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აცხა­დებს და ალ­ბათ, კი­დევ გა­ნა­ცხა­დებს, რომ ეს არის მის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა", - გა­ნა­ცხა­და ლილი გე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კეთ­და. რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულს, კერ­ძოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის აღე­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რი­სა და ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნის ფარ­გლებ­ში, უშუ­ა­ლოდ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქრთა­მის სა­ხით ხელ­ზე 750 000 ლარი აიღო, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, სა­ხელ­მწი­ფოს 6 985 255 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი და არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი.