loader

ექსპრემიერის ცოლისდის და ამავდროულად, მისი ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც ესქპრემიერს ახალი ბრალდება წარუდგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსპრემიერის ცოლისდის და ამავდროულად, მისი ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც ესქპრემიერს ახალი ბრალდება წარუდგინეს

ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ის, რომ ამას სა­მარ­თალ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს და ეს სრუ­ლად არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დღეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, - ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის დამ და ად­ვო­კატ­მა ნა­თია თა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც ად­ვო­კატ­მა გან­მარ­ტა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს და ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ზე ხელი არ მო­უ­წე­რია."ვერ გე­ტყვით, ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ეს ლო­გი­კას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ჩემი პი­რა­დი შე­ფა­სე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ლო­გი­კუ­რია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, არარ­სე­ბულ ბრალ­ზეა სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი. ეს არის სრუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და პო­ლი­ტი­კუ­რად დევ­ნი­ლია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დღეს. ჩემი შე­ფა­სე­ბით ირაკ­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი, [შე­იც­ვა­ლა] მთე­ლი ის მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი, რაც ირაკ­ლიმ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა. ამის გარ­და, რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რაც სა­ჯა­როდ და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო ყვე­ლას­თვის, სა­დაც აშ­კა­რად იყო გა­მოკ­ვე­თი­ლი ის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, რა­მაც აქამ­დე მოგ­ვიყ­ვა­ნა. ჩვენ­თვის ბუ­ნებ­რი­ვია, ცნო­ბი­ლი არ იყო, რაზე იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ იმ წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი, რაც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი და რა­ზეც ირაკ­ლი სა­უბ­რობ­და, დღეს და­ა­დას­ტუ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. ბუ­ნებ­რი­ვია, ირაკ­ლი იტყვის თა­ვის სათ­ქმელს. ეს პრო­ცე­სი, დღეს სა­დაც ვართ, პი­რა­დად ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ნა­ირ ქრთამ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, არც აღი­ა­რა, ხე­ლიც არ მო­ა­წე­რა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ამ ბრალ­დე­ბას და ბუ­ნებ­რი­ვია, მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თა­მა­ზაშ­ვილ­მა "ტვ პირ­ველს“.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კეთ­და. რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულს, კერ­ძოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის აღე­ბას.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რი­სა და ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნის ფარ­გლებ­ში, უშუ­ა­ლოდ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქრთა­მის სა­ხით ხელ­ზე 750 000 ლარი აიღო, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, სა­ხელ­მწი­ფოს 6 985 255 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი და არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ღა­რი­ბაშ­ვილს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“",გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­თა და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ე“ ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ, ჯგუ­ფუ­რად გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას და სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.