loader

"ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიებაზე, სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია და ალბათ, მისი განცხადებები პრევენციული სახის იყო" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიებაზე, სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია და ალბათ, მისი განცხადებები პრევენციული სახის იყო" - კახა კალაძე

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ისე ყვე­ლა პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და უფ­ლე­ბე­ბი არის და­ცუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის ახა­ლი ბრა­ლის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ წინა დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ პრე­ვენ­ცი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებ­და."ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა და არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­ზე გი­წევს სა­უ­ბა­რი. ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ხი­ლეთ მისი მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე, რო­მელ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა და ალ­ბათ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­ხის გან­ცხა­დე­ბა ჰქონ­და. ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ზო­გა­დად ხში­რად იყე­ნე­ბენ აღ­ნიშ­ნულ მე­თოდს და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა ხდე­ბა ხოლ­მე. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ის ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლია. ერთი რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ: ქვე­ყა­ნა­ში რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ისე ყვე­ლა პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბა და უფ­ლე­ბე­ბი არის და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­კეთ­და. რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, საქ­მე ეხე­ბა კო­რუფ­ცი­ულ და­ნა­შა­ულს, კერ­ძოდ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის აღე­ბას.პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ინ­ფორ­მა­ცია თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ნა­თე­სავ­მა, ვა­სილ მხე­ი­ძემ მი­ა­წო­და. ასე­ვე, უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა თა­ვად ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე­მაც. საქ­მე ეხე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რი­სა და აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნის მიზ­ნით, 2022 წელს ჩა­ტა­რე­ბულ 3 სა­ი­დუმ­ლო შეს­ყიდ­ვას.

მა­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მას ბინ­ძუ­რი პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყო.