loader

ბრალდებულებმა, თბილისში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებს, თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრალდებულებმა, თბილისში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებს, თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა

თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მოქალაქეს, უკანონოდ დაეუფლნენ მის პირად ნივთებს და თანხას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.