"750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს" - ვისგან აიღო ქრთამი ღარიბაშვილმა, რას ამბობენ პროკურატურაში?
საქართველოს გენერალური პროკურატურა დიდი ოდენობით ქრთამის აღების იმ სქემას განმარტავს, რომელშიც, უწყების ცნობით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც იყო ჩართული.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის ფარგლებში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ხელზე 750 000 ლარი აიღო, საერთო ჯამში კი, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.