loader

მძიმე ავარია საგარეჯოში - დაშავებულია 5 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია საგარეჯოში - დაშავებულია 5 ადამიანი

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ მანავში რამდენი საათის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა.

შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.