loader

შოკისმომგვრელი ამბის დეტალები - მამამ 7 წლის შვილი ფუძიამას მთაზე მარტო დატოვა, რათა გზა უფროს ვაჟთან ერთად გაეგრძელებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი ამბის დეტალები - მამამ 7 წლის შვილი ფუძიამას მთაზე მარტო დატოვა, რათა გზა უფროს ვაჟთან ერთად გაეგრძელებინა

ია­პო­ნი­ა­ში, პო­ლი­ცი­ამ მამა მკაც­რად გა­კი­ცხა მას შემ­დეგ, რაც მან თა­ვი­სი შვი­ლი ქვეყ­ნის უმაღ­ლეს მთა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით სრუ­ლი­ად მარ­ტო, მხო­ლოდ გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სასმლი­თა და წა­სა­ხემ­სებ­ლით და­ტო­ვა.

7 წლის ბი­ჭუ­ნა ნის­ლი­ან და წვი­მი­ან ამინ­დში, ზღვის დო­ნი­დან 2 000 მეტრზე მეტ სი­მაღ­ლე­ზე, სკამ­ზე მჯდო­მი იპო­ვეს. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, 48 წლის მა­მამ შვილს მას შემ­დეგ უთხრა “აქ და­მე­ლო­დე“, რაც ბიჭ­მა დაღ­ლი­ლო­ბის გამო წუ­წუ­ნი და­ი­წყო, თა­ვად კი გზა უფ­როს ვაჟ­თან ერ­თად მწვერ­ვა­ლის­კენ გა­ნაგ­რძო.

8-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნი სად­გურ­თანბავ­შვი მთის თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ფეხ­მავ­ლო მარ­შრუ­ტის მე­ექ­ვსე სად­გურ­თან ახ­ლოს იპო­ვეს და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ბავ­შვის მა­მას კი მეშ­ვი­დე და მერ­ვე სად­გუ­რებს შო­რის მი­აკ­ვლი­ეს, რაც ბი­ჭის ად­გილ­სამ­ყოფ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის სა­ფეხ­მავ­ლო სა­ვალ­ზეა.

ბი­ჭუ­ნა ხუთ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 07:30 სა­ათ­ზე სრუ­ლი­ად მარ­ტო იპო­ვეს. 8-სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ბავ­შვი საკ­მა­ოდ “დაღ­ლი­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი“ იყო. პო­ლი­ცი­ის ოფიც­რებ­მა მამა მას შემ­დეგ გა­კი­ცხეს, რაც ის ზედა სად­გუ­რი­დან დაბ­რუნ­და და შვილს შე­უ­ერ­თდა.

“იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მცი­რე­წლო­ვან­მა მთა­ზე ერ­თად ას­ვლა­ზე უარი თქვა, ბავ­შვის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა. მა­მამ თა­ვი­სი ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და.

სა­ში­ში მარ­შრუ­ტი და ფუ­ძი­ა­მას სხვა შემ­თხვე­ვე­ბი განაგრძეთ კითხვა