loader

"ჩხუბის ხმა გავიგეთ, ყვირილი, 4-5 წლის ბავშვები იყვნენ" - რა მოხდა დელისის მეტროსთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩხუბის ხმა გავიგეთ, ყვირილი, 4-5 წლის ბავშვები იყვნენ" - რა მოხდა დელისის მეტროსთან?

პოლიციამ მოკვლევა დაიწყო კადრებზე, რომლებმაც სოციალური ქსელი ააფეთქა. არაერთი მოქალაქე ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში კაცი ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებს, ხოლო თუ ისინი მეტროს კიბეებიდან დგებიან, მათ ფიზიკურად უსწორდება. სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება, მომხმარებლები კი წერენ, რომ ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის თვითმხილველები თავადაც გახდნენ.