loader

"ისევ ძილ­შია, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის დახ­მა­რე­ბით" - რას წერს ეკა ბესელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისევ ძილ­შია, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის დახ­მა­რე­ბით" - რას წერს ეკა ბესელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

"დედა ისევ ძილ­შია, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის დახ­მა­რე­ბით" - ამის შე­სა­ხებ "მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ეკა ბე­სე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ცნო­ბის­თვის, ეკა ბე­სე­ლი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­მისს მო­უ­ლო­დე­ნე­ლად, თა­ვის არე­ში სის­ხლძარ­ღვი (ანევ­რიზ­მა) გა­უს­კდა და უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში."მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სახ­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ახ­ლობ­ლებს დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

"მე 15 დღე… დი­ლით ადრე ვნა­ხე დედა, ისევ ძილ­შია, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის დახ­მა­რე­ბით... სი­ცხე არ ჰქონ­და, პა­რა­მეტ­რე­ბი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი არაა და ყო­ვე­ლი შემ­დე­გი დღე გა­მარ­ჯვე­ბაა…

მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, ვინც გვეხ­მა­რე­ბა.

გუ­შინ ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა ინა­ხუ­ლა დედა და მად­ლო­ბე­ლი ვარ ძა­ლი­ან. მთა­ვა­რი რაც გვი­თხრა, რაც კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­როა და წინ გრძე­ლი (რთუ­ლი) გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი.

ცი­ხე­ში მყოფ­მა გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ სქიმ იღუ­მე­ნია სე­რა­ფი­მას ნა­ჩუ­ქა­რი ფსკვნი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა გუ­შინ, რომ დრო­ე­ბით ჩემ­თან იყოს. გი­ორ­გის დედა ეკა წე­რე­თე­ლი, არ ვიცი, უკვე რამ­დენ­ჯერ მო­ვი­და. ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის სა­ო­ცა­რი დე­დაც... მა­რე­ზი კო­ბა­ხი­ძე რომ და­ვი­ნა­ხე, არ ვიცი გული მო­მე­წუ­რა. არც ვი­ცო­დი, ისე მოგ­ვა­კი­თხა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში...ცალ­კე ის­ტო­რი­აა სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის თა­ნად­გო­მა.

მე­გობ­რებ­ზე აქ არ ვწერ, ცალ­კე მო­ვიც­ლი. ლოც­ვე­ბი ათო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლომ­დე… ყვე­ლა­ფერს ვერ ვწერ… ეტა­პობ­რი­ვად შევ­ძლებ, მაგ­რამ მად­ლი­ე­რე­ბა არ მტო­ვებს. არა­ფე­რი იკარ­გე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში და მჯე­რა, შევ­ძლებ ყვე­ლას გი­თხრათ მად­ლო­ბა.

ახლა მთე­ლი ჩემი ენერ­გია დე­დას­კენ მაქვს მი­მარ­თუ­ლი და მას ჭირ­დე­ბა. აქამ­დე სულ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლით ჩემს გვერ­დით იდგა. მჯე­რა, დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა უფ­ლის შე­წევ­ნით" - წერს ეკა ბე­სე­ლია.