loader

"პრობაციაში მუშაობდა... სწორედ ასეთი განადგურებებია და ალბათ, კიდევ გაგრძელდება" - რას ამბობს ადვოკატი ყოფილი პრემიერის ცოლის დის ქმრის სამსახურიდან გათავისუფლებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრობაციაში მუშაობდა... სწორედ ასეთი განადგურებებია და ალბათ, კიდევ გაგრძელდება" - რას ამბობს ადვოკატი ყოფილი პრემიერის ცოლის დის ქმრის სამსახურიდან გათავისუფლებაზე?

"პრობაციაში მუშაობდა (ნათია თამაზაშვილის მეუღლე - ლევან სანამაშვილი), რომ არ შემეშალოს, 20 წელია, რაც საჯარო სამსახურში იყო ეს ადამიანი. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ სადმე ირაკლი ღარიბაშვილის გამო მუშაობდა, მანამდე საჯარო სამსახურში მუშაობდა" - ამბობს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, ლილი გე­ლაშ­ვი­ლი "TV პირველთან" .

მანამდე ლილი გელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე - ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!

"მიზეზი - გასაგებია. ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს. ვინ იქნება შემდეგი???" - წერს ლილი გელაშვილი.

ასევე იხილეთ: "გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი სამსახურიდან გაათავისუფლეს" - რას აწერს ყოფილი პრემიერის ადვოკატი?