loader

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

"მზით დამწვრობა და მისი პრევენციის გზები

რისკები:

კანის ნაადრევი დაბერება და პიგმენტური ლაქები,

კანის კიბოს განვითარების საფრთხე,

მხედველობის დაზიანება (კატარაქტა).

მაღალი რისკის ჯგუფები:

ღია ფერის კანის, თმისა და თვალის მქონე პირები,

6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60+ წლის პირები.

როგორ დავიცვათ თავი?

მოერიდეთ პიკურ საათებს: 10:00-დან 16:00 საათამდე,

გამოიყენეთ მზისგან დამცავი: SPF 30+ (წაისვით გასვლამდე 20 წუთით ადრე, განაახლეთ ყოველ 2 საათში).

ატარეთ დამცავი სამოსი:

ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი სათვალე და ღია ფერის ნატურალური ტანსაცმელი.

დამწვრობის შემთხვევაში:

არ გახეთქოთ ბუშტუკები და მოერიდეთ მზეს.

მიმართეთ ექიმს: თუ დამწვრობა მიიღო ერთ წლამდე ასაკის ბავშვმა, აღინიშნება მაღალი სიცხე ან ძლიერი ტკივილი".