loader

"იმ დღეს "პრაგულკაზე" მე, ღარიბაშვილი, სააკაშვილი და ლილუაშვილი ვთამაშობდით ჯოკერს..." - ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმ დღეს "პრაგულკაზე" მე, ღარიბაშვილი, სააკაშვილი და ლილუაშვილი ვთამაშობდით ჯოკერს..." - ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.

"იმ დღეს "პრაგულკაზე" - მე, ღარიბაშვილი, სააკაშვილი და ლილუაშვილი ვთამაშობდით ჯოკერს, "პარებში" არ ვიყავით, არამედ ცალ-ცალკე. წაგებულს ბიძინაზე პოსტი უნდა დაეწერა. მე ან მიშა თუ წავაგებდით - ანუ მეოთხეზე თუ რომელიმე გავიდოდით, ბიძინას ქება უნდა გამოგვეცხო, და იმათ კიდევ "პირიქით".

ჩამოარიგეს 9-იანები, ჯოკერი დაუჯდა ღარიბას და ლილუაშვილს - ორივემ პასი თქვეს. გაფუჭების შეეშინდათ და იფიქრეს, "ნიჟეთი" გაძვრებოდნენ. მე და მიშამ "ვზიატკები" ვთქვით და ორივემ ჩვენი წავიღეთ.

ღარიბა ერთხელ "შეტენვას" "ნიჟემ" გადაარჩინა, მაგრამ ბოლოს გრიგოლმა შეტენა და კი გავიდა ირაკლი მეოთხეზე.

როგორც ჩანს, "დაზამასკდა" წაგებულზე. მე და მიშა აღარ ვეთამაშეთ და ის მეორე, მესამე პოსტი, როგორც ჩანს, ჯუანშერთან და მიქაუტაძესთან წააგო... ჩამოცხა რუსთავში...." - წერს ხაბეიშვილი.