loader

რა თქვეს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ და მამამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა თქვეს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ და მამამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ?

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ, როგორც ყველა დანარჩენი ჩაფარცხეს. ამხელა სისტემას როგორ დავუპირისპირდე შიშველი ხელებით? რამდენ ადამიანს უნდა შევუქმნა პრობლემა, თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას მაწვდის, ვერ ვამბობ, რადგან პრობლემები არ შევუქმნა და ისიც თაღლითი არ გამოიყვანონ. ამოვიდა ყელში ამდენი უსამართლობა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიმდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.