loader

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგულად გამოცხადებული ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

გოგა ბულიას, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, გარდაცვლილი პოლიციამ ნახა.

მანამდე სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, თეა გოდერიძე, დახმარებას ითხოვდა და წერდა, რომ მეუღლე წინა დღეს დაიკარგა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.

ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და სხვა გარემოებების შესახებ ოფიციალური დეტალები ცნობილი არ არის.