loader

“ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ“ - შეიძლება თუ არა ინფექციური დაავადების მიმდინარეობისას დაბანა, რას ამბობს მაია ბუწაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვისაც ჯერ კიდევ ბატონების გაბრაზების გჯერათ, გთხოვთ, უადგილო კომენტარებისგან თავი შეიკავოთ“ - შეიძლება თუ არა ინფექციური დაავადების მიმდინარეობისას დაბანა, რას ამბობს მაია ბუწაშვილი?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მულ შე­კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, გა­მო­ნა­ყა­რის არ­სე­ბო­ბის დროს და­ბა­ნა.

"არ არ­სე­ბობს ისე­თი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (და ზო­გა­დად გა­მო­ნა­ყა­რი), რომ­ლის დრო­საც და­ბა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. არა­და, პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი შე­კი­თხვაა.

და­ბა­ნა შე­იძ­ლე­ბა და პი­რი­ქით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია!!! თუნ­დაც მე­ო­რა­დი, ანუ თან­დარ­თუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

უბ­რა­ლოდ, და­ბა­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თბი­ლი (და არა ძა­ლი­ან ცხე­ლი) წყლით; გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჰი­პო­ა­ლერ­გი­უ­ლი, ნაზი და­სა­ბა­ნი გელი; გა­ვიმ­შრა­ლოთ პირ­სა­ხო­ცის შე­ხე­ბით და არა კა­ნის გა­ხეხ­ვით; ყო­ველ და­ბა­ნა­ზე გა­მო­ვი­ყე­ნოთ გა­რე­ცხი­ლი (ანუ მა­ნამ­დე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი) პირ­სა­ხო­ცი.

ვი­საც ჯერ კი­დევ ბა­ტო­ნე­ბის გაბ­რა­ზე­ბის გჯე­რათ, გთხოვთ, უად­გი­ლო კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ,“ - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.